რონალდ კუმანი – ლა ლიგაში ინტრიგა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება #1TVSPORT

15:37, 07.03.2021

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ბარსელონა“ „ოსასუნას“ ესტუმრა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა – 0:2.

კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდის გამარჯვებასა და ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი მიზანია, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ამ მატჩში ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენეთ, – მოჰყავს კუმანის სიტყვები „მარკას“, – დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მატჩების წაუგებელი სერია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ატლეტიკოსთან“ სხვაობა შევამცირეთ. ესპანეთის ჩემპიონატში ინტრიგა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება“, – განაცხადა კატალონიელების ნიდერლანდელმა მწვრთნელმა.

მსგავსი