რონალდ კუმანი ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელია
რონალდ კუმანი ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელია

ჰოლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გახდა. მან ამ პოსტზე დიკ ადვოკაატი შეცვალა, რომელმაც 2018 წლის მუნდიალზე გუნდის გაყვანა ვერ შეძლო.

ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კუმანთან ხელშეკრულება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდეა გაფორმებული.

2017 წლის ოქტომბერში, კუმანი “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს. უფრო ადრე ის რამდენიმე ჰოლანდიურ კლუბში, აგრეთვე, “ბარსელონაში”, “ბენფიკაში”, “ვალენსიასა” და “საუთჰემპტონში” მუშაობდა.

ფეხბურთელის რანგში “კუმანს მოპოვებული აქვს ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალი.