რონ პოლი - როგორც ჩანს, მადუროს წინააღმდეგ ოპერაცია სხვა არაფერია, თუ არა უზარმაზარი საფასურის გადახდა ტრამპის დონორებისთვის
რონ პოლი - როგორც ჩანს, მადუროს წინააღმდეგ ოპერაცია სხვა არაფერია, თუ არა უზარმაზარი საფასურის გადახდა ტრამპის დონორებისთვის

ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი რონ პოლი აცხადებს, რომ ვენესუელაში ოპერაცია, სავარაუდოდ, ტრამპის დონორებისთვის ჩატარდა. რონ პოლი ეხმაურება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომ ვენესუელაში „კარტელ დე ლოს სოლესი“ არ არსებობს.

„ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საქმე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „კარტელ დე ლოს სოლესის“ ტერორისტულ ნარკოორგანიზაციად გამოცხადებას ეფუძნებოდა, რომლის სათავეშიც მადურო იყო. ადმინისტრაციამ ახლა აღიარა, რომ ასეთი კარტელი არ არსებობს. როგორც ჩანს, ოპერაცია სხვა არაფერია, თუ არა უზარმაზარი საფასური ტრამპის დონორებისთვის, მათ შორის „სვავი“ კაპიტალისტი პოლ სინგერისთვის, რომლებსაც ამით მილიარდების გამომუშავება შეუძლიათ“, – აცხადებს რონ პოლი.

„ნიუ იორკ თაიმსმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უარყოფს მტკიცებას, თითქოს ვენესუელაში „კარტელ დე ლოს სოლესი“ რეალური ჯგუფია.