რონ დესანტისი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობს კანდიდატად განიხილება, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რონ დესანტისი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობს კანდიდატად განიხილება, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი რონ დესანტისი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. რონ დესანტისი ბრიტანეთში იმყოფება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რონ დესანტისმა და ჯეიმს კლევერლიმ ბრიტანეთსა და ფლორიდას შორის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორობაზე ისაუბრეს.

ბრიტანეთსა და სიდიდით მეოთხე ამერიკულ შტატს შორის ორმხრივი ვაჭრობა ექვს მილიარდ დოლარს შეადგენს. ბრიტანეთმა დადო სავაჭრო შეთანხმებები აშშ-ის ცალკეულ შტატებთან, რადგან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე აშშ-ის მთავრობასთან გაყინულია.

ბრიტანეთმა ამ დროისთვის შეათანხმა შტატის დონის გარიგებები ოკლაჰომასთან, ინდიანასთან, ჩრდილოეთ კაროლინასთან და სამხრეთ კაროლინასთან.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორი მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომლის დროსაც სამხრეთ კორეაში და ისრაელში ჩავა.

რონ დესანტისი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.