რონ დესანტისი – ჩვენი ქვეყნის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი კანონის უზენაესობის პოლიტიზაციაა, მე დავასრულებ ფედერალური მთავრობის იარაღად გამოყენებას
ჩვენი ქვეყნის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი კანონის უზენაესობის პოლიტიზაციაა, მე დავასრულებ ფედერალური მთავრობის იარაღად გამოყენებას, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი რონ დესანტისი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.
რონ დესანტისის თქმით, ის უზრუნველყოფს სამართლიანობის ერთიან სტანდარტს ყველა ამერიკელისთვის.
„როგორც პრეზიდენტი, მე დავასრულებ ხელისუფლების შეიარაღებას, შევცვლი „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორს და უზრუნველვყოფ სამართლიანობის ერთიან სტანდარტს ყველა ამერიკელისთვის. მე არ წამიკითხავს საბრალდებო დასკვნა, თუმცა მჯერა, რომ ჩვენ გვჭირდება რეფორმების გატარება, რათა ამერიკელებს ჰქონდეთ უფლება, გადაიტანონ საქმეები ვაშინგტონიდან თავიანთ რაიონებში. ვაშინგტონი ჭაობია და უსამართლოა სასამართლოში წარდგენა ნაფიც მსაჯულთა წინაშე, რომელიც ასახავს ჭაობის მენტალიტეტს. ჩვენი ქვეყნის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი კანონის უზენაესობის პოლიტიზაციაა, მე დავასრულებ ფედერალური მთავრობის იარაღად გამოყენებას“, – განაცხადა რონ დესანტისმა.
As President, I will end the weaponization of government, replace the FBI Director, and ensure a single standard of justice for all Americans.
While I’ve seen reports, I have not read the indictment. I do, though, believe we need to enact reforms so that Americans have the right…
— Ron DeSantis (@RonDeSantis) August 1, 2023