რომში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა
რომში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა რომში დიდი ოცეულის სამიტის (G20 სამიტი) ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა, ე.წ. აუკუსის შეთანხმებით გამოწვეული უთანხმოების საკითხები განიხილეს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთი ინფორმირებული იყო საფრანგეთ-ავსტრალიის შეთანხმების გაუქმების შესახებ, თუმცა შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯი მაინც უხერხული იყო.

ბაიდენის თქმით, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს საფრანგეთზე უფრო ძველი და ლოიალური მოკავშირე და რომ არ არსებობს ადგილი მსოფლიოში, სადაც აშშ და საფრანგეთი ვერ ითანამშრომლებენ. გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეებმა აფრიკაში, ევროპასა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.