რომში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო
რომში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო

რომში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო. სამიტის მონაწილეები იტალიის დედაქალაქის სამხრეთ უბან ეურში განთავსებულ კონგრეს-ცენტრში შეიკრიბნენ, რომლებსაც იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი მიესალმა.

შეხვედრას ასევე ესწრებიან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

ერთობლივი სურათის გადაღებისას დიდი ოცეულის ლიდერებს ექიმები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები შეუერთდნენ, რომლებსაც ოვაციებით შეხვდნენ. მონაწილეები დაიწყებენ პირველ სამუშაო სესიას, რომელიც „გლობალურ ეკონომიკას და ჯანმრთელობას“ მიეძღვნება.

სამიტის მთავარი თემაა კლიმატი, აღდგენა და პანდემიის შედეგები: კერძოდ, განხილული იქნება განვითარებადი ქვეყნების პრობლემები ვაქცინაციის კამპანიის წარმართვაში და საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერაში.