რომის პაპმა სიცილიაზე ვიზიტისას მაფიის წევრებს დანაშაულსა და ძალადობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა
რომის პაპმა სიცილიაზე ვიზიტისას მაფიის წევრებს დანაშაულსა და ძალადობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა

რომის პაპმა სიცილიაზე ვიზიტისას მაფიის წევრებს დანაშაულსა და ძალადობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. როგორც BBC-ი წერს, სიტყვით გამოსვლისას ფრანცისკემ განაცხადა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებიდან ბევრი დადის ეკლესიაში და აჩვენებს თავის რელიგიურობას, თუმცა, მისი თქმით, შეუძლებელია, ერთდროულად „გწამდეს ღმერთის და იყო მაფიოზი“.

პონტიფიკოსი პალერმოში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს მამა ჯუზეპე პულიზის ხსოვნას, რომელიც 1993 წელს მაფიამ მოკლა მას შემდეგ, რაც ის ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან ღია დაპირისპირებაში შევიდა.

მამა ჯუზეპე პულიზი 2013 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

„მაფიოზი არ ცხოვრობს ქრისტიანულად, რადგან თავისი ცხოვრების წესით ის ღმერთის წინააღმდეგ მიდის და ცოდვას სჩადის“, – განაცხადა რომის პაპმა ქადაგებისას, რომლის მოსასმენადაც პალერმოში 80 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

„მივმართავ მაფიის წევრებს: შეიცვალეთ, ძმებო და დებო! კმარა საკუთარ თავსა და საკუთარ ფულზე ფიქრი!“ – განაცხადა ფრანცისკემ.

დატოვე კომენტარი