რომის პაპმა საშობაო მიმართვისას ისრაელსა და პალესტინას დიალოგისკენ მოუწოდა
რომის პაპმა საშობაო მიმართვისას ისრაელსა და პალესტინას დიალოგისკენ მოუწოდა

ვატიკანში, რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მრევლი დალოცა.

ტრადიციული საშობაო მიმართვისას რომის პაპმა იერუსალიმისა და წმინდა მიწის მშვიდობისთვის ილოცა და ისრაელსა და პალესტინას დიალოგისკენ მოუწოდა.

ფრანცისკემ აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ორი სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას შექმნის.

„ამ დღესასწაულზე, მოდით, შევთხოვოთ უფალს მშვიდობა იერუსალიმისთვის და წმინდა მიწისთვის. მოდით ვილოცოთ, რომ მხარეებს შორის დიალოგის აღდგენის სურვილი იმძლავრებს და საბოლოოდ იქნება მიღწეული შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც ორ სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაცხოვრების საშუალებას მისცემს ორმხრივად შეთანხმებული და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა რომის პაპმა.