რომის პაპმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ ერთ-ერთ ქალს ხელზე დაარტყა
რომის პაპმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ ერთ-ერთ ქალს ხელზე დაარტყა.
„ბოდიშს ვიხდი გუშინდელი ცუდი მაგალითისთვის“, – აცხადებს პაპი ფრანცისკე.
პაპის თქმით, ადამიანები მისი ჩათვლით, ხშირად კარგავენ მოთმინებას. სიტყვით გამოსვლის დროს მან მკაცრად დაგმო ქალთა წინააღმდეგ ძალადობა.
ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ რომის პაპი ერთ-ერთ ქალს, რომელიც პაპთან კომუნიკაციას ცდილობს, ხელზე ურტყამს, ინტერნეტით გავრცელდა. პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს მოედანზე მოდიოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა პაპს ხელი მოჰკიდა და თავისი მიმართულებით ცდილობდა წაყვანას, ამ დრო კი პაპმა ქალს ხელზე დაარტყა.