რომის პაპმა საახალწლო მიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მიგრანტების დახმარებისკენ მოუწოდა
რომის პაპმა საახალწლო მიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მიგრანტების დახმარებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ტრადიციულ საახალწლო მიმართვაში მიგრანტებზე ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს მათი დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

პონტიფიკოსის თქმით, მიგრანტები და ლტოლვილები ყველაზე სუსტი და მოწყვლადი ფენაა და მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს.

პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 40 000 მორწმუნეს მიმართა და უთხრა, რომ მან კათოლიკური ეკლესიის მსოფლიო მშვიდობის დღისადმი მიღვნილ თემად მიგრანტების მდგომარეობა აირჩია.

მსოფლიო მშვიდობის დღე ყოველ წელს, 1-ელ იანვარს აღინიშნება.

„მშვიდობისთვის, რისი უფლებაც ყველა ადამიანს აქვს, ისინი ხშირად სიცოცხლეს რისკავენ ხანგრძლივ და სახიფათო მოგზაურობებში. გთხოვთ, ნუ ჩააქრობთ იმედს მათ გულში, ნუ ჩააქრობთ მშვიდობის იმედს“, – მიმართა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს.