რომის პაპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიღებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
წმინდა საყდარი იუწყება, რომ პონტიფიკოსი საარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებს არ ხვდება.
რომის პაპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მაიკ პომპეოს განცხადება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთისა და კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობის შესახებ გააკეთა. კერძოდ, პომპეომ გააკრიტიკა წმინდა საყდარი, რადგან ვატიკანი ჩინეთთან ეპისკოპოსების დანიშვნასთან დაკავშირებულ შეთანხმებას აგრძელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით კათოლიკური ეკლესიის „მორალურ ავტორიტეტს საფრთხე ექმნება“.
თავის მხრივ ვატიკანში განაცხადეს, რომ მსგავსი განცხადებებით, პომპეო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობს.