რომის პაპმა კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ბაზილიკაში აღნიშნა
რომის პაპმა კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ბაზილიკაში აღნიშნა

რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ბაზილიკაში აღნიშნა. კათოლიკურ წირვაში მონაწილეობა სულ ორმა ათეულმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყო რამდენიმე თანაშემწე, მონაზონი და შემცირებული გუნდი, რომლებიც სოციალურ დისტანციას იცავდნენ.

სიმბოლური მსვლელობა მხოლოდ რამდენიმე მეტრზე შესრულდა და ტაძარში მცირე რაოდენობით ზეთისხილის ხეები შემოიტანეს. კათოლიკეებისთვის მესა ტელევიზიით და ინტერნეტით გადაიცემოდა.

რომის პაპმა კათოლიკეებს მოუწოდა, არ იწუხონ იმაზე, თუ რა აკლიათ, არამედ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვებისთვის.

ჩვეულებრივ, კათოლიკური აღდგომის დღესასწაულზე წმინდა პეტრეს ბაზილიკის მოედანზე ათასობით ადამიანი იკრიბება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, შეკრებები აკრძალულია.

„ხვალ, 6 აპრილს, არის მსოფლიო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის. ამ პერიოდში, მრავალი ღონისძიება შეჩერებულია, მაგრამ სპორტის საუკეთესო ნაყოფი გამოდის: გამძლეობა, გუნდური სულისკვეთება, ძმობა, საკუთარი თავისთვის საუკეთესო თვისებების მიცემა. მოდით, აღვადგინოთ სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის“, – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

დატოვე კომენტარი