რომის პაპმა კათოლიკურ წითელ პარასკევთან დაკავშირებული რელიგიური მსვლელობა ვატიკანის ცარიელ მოედანზე გამართა [ფოტო-ვიდეო]

რომის პაპმა კათოლიკურ წითელ პარასკევთან დაკავშირებული რელიგიური მსვლელობა ვატიკანის ცარიელ მოედანზე გამართა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ჩვეულებრივ, აღნიშნული პროცესია, რომელშიც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ათასობით მომლოცველი იღებს მონაწილეობას, რომის კოლიზეუმის კედლებთან ტარდება.

წელს, პონტიფიკოსს თან ახლდა იტალიის ქალაქ პადუას ციხის ხუთი პატიმარი, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალდნენ, ასევე ხუთი ექიმი და ექთანი ვატიკანიდან.

პროცესიის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ, ჩვეულებისამებრ, არ წარმოთქვა სიტყვა ან ლოცვა, მხოლოდ ჩუმად ლოცულობდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამგვარად, მან პატივი მიაგო კოროვირუსული პანდემიის მსხვერპლებს. მანამდე, იტალიური ტელევიზიის ეთერში საუბრისას, რომის პაპმა ექიმები, მღვდლები და მონაზვნები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს დაიღუპნენ, ომში დაღუპულ ჯარისკაცებს შეადარა.