რომის პაპმა კათოლიკეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა
რომის პაპმა კათოლიკეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ფრანცესკემ მსოფლიოს კათოლიკეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მათ სოლიდარობისა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ეს არ არის დრო გულმავიწყობისთვის. ამ კრიზისმა არ უნდა დაგვავიწყოს ის ბევრი სხვა კრიზისი, რომლებმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა მსოფლიოს“, – განაცხადა პაპმა.

რომის პაპმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებისკენაც მოუწოდა, რათა ქვეყნებს მიეცეთ საშუალება, რომ აუცილებელი დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

„გულგრილობა, ეგოისტობა, გაყოფა და გულმავიწყობა არ არის ის სიტყვები, რომლის მოსმენაც აქ გვინდა, ჩვენ ეს სიტყვები სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ“, – განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკემ.


რომის პაპმა სააღდგომო მესა წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცარიელ ტაძარში აღავლინა.

დატოვე კომენტარი