რომის პაპმა განმარტა, რას გულისხმობდა, როდესაც რუს კათოლიკე ახალგაზრდებთან „დიდ რუსეთზე“ საუბრობდა
რომის პაპმა განმარტა, რას გულისხმობდა, როდესაც რუს კათოლიკე ახალგაზრდებთან „დიდ რუსეთზე“ საუბრობდა

რომის პაპმა ფრანცისკემ განმარტა, რას გულისხმობდა, როდესაც რუს კათოლიკე ახალგაზრდებთან „დიდ რუსეთზე“ საუბრობდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას რომის პაპმა უარყო ბრალდებები, რომ ის რუსეთის იმპერიალიზმზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ ის კულტურას გულისხმობდა.

„ამას რომ ვამბობდი, იმპერიალიზმს არ ვგულისხმობდი, კულტურაზე ვსაუბრობდი და კულტურის გადმოცემა არასოდეს არის იმპერიალისტური“, – აღნიშნა რომის პაპმა.

კითხვაზე, რატომ ახსენა თავის გამოსვლაში პეტრე I და ეკატერინე II, ფრანცისკემ უპასუხა, რომ უბრალოდ მას გაახსენდა ის პიროვნებები, რომლებსაც სკოლაში ასწავლიდნენ.

„დიდ რუსეთზე საუბრისას, ალბათ არა იმდენად გეოგრაფიული გაგებით, რამდენადაც კულტურული, გამახსენდა ის, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ: პეტრე I, ეკატერინე II… აზრი ალბათ მთლად სწორად ფორმულირებული არ იყო. ეს გახლდათ ექსპრომტად ნათქვამი, რადგან უცებ გამახსენდა, რასაც სკოლაში ვსწავლობდი“, – განაცხადა რომის პაპმა.

25 აგვისტოს რომის პაპმა ონლაინრეჟიმში მიმართა სანკტ-პეტერბურგში შეკრებილ კათოლიკე ახალგაზრდებს, რა დროსაც მათ მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, რომ ისინი არიან „დიდი რუსეთის, განათლებული, დიდი კულტურის, დიდი ჰუმანურობის იმპერიის შთამომავლები“.