რომის პაპმა გამოსცა ახალი წესები, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მხილებისთვის ერთიანი სისტემის შექმნას ითვალისწინებს
რომის პაპმა გამოსცა ახალი წესები, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მხილებისთვის ერთიანი სისტემის შექმნას ითვალისწინებს

რომის პაპმა გამოსცა ახალი წესები, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მხილებისთვის ერთიანი სისტემის შექმნას ითვალისწინებს. დადგენილება „საჯარო და ხელმისაწვდომი“ სისტემის შექმნას ეპარქიებს 2020 წლის პირველ ივნისამდე ავალდებულებს.

ახალი ნორმები მოიცავს კათოლიკური ეკლესიის შიდა პროცედურებს. თუმცა, ამ ნორმებში გაწერილი არ არის, რა მოელის ძალადობაში მხილებულ სასულიერო პირებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ევროპაში არსებული ეპარქიების უმეტესობა ასეთ სისტემას უკვე ფლობს.