რომის პაპმა დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო გააკრიტიკა
რომის პაპმა დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო გააკრიტიკა

რომის პაპმა დასავლეთი ავღანეთიდან გამოსვლისთვის გააკრიტიკა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

რომის პაპმა ფრანსცისკემ, დასავლეთის ქვეყნების მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოკავშირეებმა არ გაითვალისწინეს ქვეყანაში შექმნილი ყველა გარემოება.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლების, „თალიბანის“ მხრიდან იყო ბევრი ტყუილი ან ბევრი გულუბრყვილო ქმედება.

პაპის განცხადებით, ავღანეთის მოქალაქეებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, ვატიკანი დიპლომატიურ მისიას იკისრებს.