აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტების შეჯამებისას, რომის პაპმა საქართველოზეც ისაუბრა
აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტების შეჯამებისას, რომის პაპმა საქართველოზეც ისაუბრა

ვატიკანის სამოციქულო სასახლეში პაპმა ფრანცისკემ ტრადიციული შეხვედრა გამართა წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა ინფორმაციით, შეხვედრაზე პონტიფექსმა მიმოიხილა გასული წელი და 183 ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებსა და დიპლომატებს მიმდინარე წელს წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიმართვაში პაპმა ფრანცისკემ აღმოსავლეთ ევროპაში მის ვიზიტებზე საუბრისას საქართველო ახსენა.

„ევროპულ კონტექსტში საუბრისას, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო დიალოგისადმი მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, როგორც საშუალება „გაყინული კონფლიქტების“ გადასაჭრელად, რომლებიც არსებობს ევროპის კონტინენტზე, ზოგიერთი მათგანი ათეული წელია გრძელდება და მოითხოვს მოგვარებას, დაწყებული არსებული სიტუაციით დასავლეთ ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში“, – აღნიშნა პონტიფექსმა.

პაპის განცხადებით, დიალოგი, და არა იარაღი, არის დავების გადაწყვეტის ძირითადი გზა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.