რომის პაპმა იტალიაში გმირად შერაცხული მიგრანტი აღდგომის დღესასწაულზე მონათლა
რომის პაპმა იტალიაში გმირად შერაცხული მიგრანტი აღდგომის დღესასწაულზე მონათლა

რომის პაპმა იტალიაში გმირად შერაცხული მიგრანტი აღდგომის დღესასწაულზე მონათლა. ფრანცისკემ ნიგერიელი მიგრანტი წმინდა პეტრეს სახელობის ბაზილიკაში სადღესასწაულო მესის დროს მონათლა.

31 წლის ნიგერიელი ჯონ ოგა რომში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მათხოვრობდა, როდესაც ბოროტმოქმედი მაღაზიის გაქურდვას შეეცადა. ნიგერიელმა ახალგაზრდამ დამნაშავეს წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი მძარცველი პოლიციას გადასცა. სანაცვლოდ ნიგერიელმა იტალიაში ცხოვრების უფლება მიიღო.

ნიგერიელი მიგრანტის ნათლიმამა პოლიციის კაპიტანი გახდა, რომელიც ასევე ესწრებოდა სააღდგომო მესას.