რომის პაპის სამდღიანი ვიზიტი თურქეთში დასრულებულია
რომის პაპის სამდღიანი ვიზიტი თურქეთში დასრულებულია

რომის პაპის სამდღიანი ვიზიტი თურქეთში დასრულებულია. პონტიფიკოსი მსოფლიოს პატრიარქ ბართოლომეოსს შეხვდა და სასულიერო პირებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა სამყარომ ერთსა და იმავე დღეს აღნიშნონ აღდგომის დღესასწაული.

რომის პაპმა მესა აღავლინა, რასაც დაახლოებით 4000-მდე ადამიანი დაესწრო, შემდეგ კი ცისფერი მეჩეთი მოინახულა.

პონტიფიკოსი თურქეთის შემდეგ ლიბანში გაემგზავრა, სადაც 2 დეკემბრამდე დარჩება.