რომის პაპი ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას მიესალმება
რომის პაპი ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას მიესალმება

რომის პაპი ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას მიესალმება. ყოველკვირეული მსახურების დროს პაპმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა არამყარია და შეთანხმების შენარჩუნებისთვის ლოცულობს.

„მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების შესრულება ზედმიწევნით არ ხდება, მოვუწოდებ მხარეებს, რომ განაგრძონ მისი შესრულება და მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა, განადგურებული სახლების და დანგრეული ეკლესიების გამო“, – განაცხადა რომის პაპმა.