რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა
რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა

ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. დაკრძალვის ცერემონიამდე ორ ლიდერს შორის 15-წუთიანი შეხვედრა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორზე, სტივენ ჩუნგზე დაყრდნობით წერს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა დაკრძალვის ცერემონიის წინ. როგორც ჩუნგმა აღნიშნა, შეხვედრის შესახებ მეტი დეტალი მოგვიანებით გასაჯაროვდება.

ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვიც.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დღესვე, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მეორე შეხვედრაც არის დაგეგმილი.