რომის პაპის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული მიმართვა ონლაინ გადაიცემა
რომის პაპის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული მიმართვა ონლაინ გადაიცემა

რომის პაპის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული მიმართვა „ურბი ეტ ორბი“ ონლაინ გადაიცემა.

„გვსურს, ვირუსის პანდემიას ლოცვით ვუპასუხოთ“, – აცხადებს რომის პაპი ფრანისკე.

ერთსაათიანი მსახურება ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაიწყება.

ამ მიმართვას როგორც წესი ათასობით ადამიანი ესწრება, თუმცა „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის გამო, ამჯერად მას მორწმუნეები ვერ დაესწრებიან და მიმართვის ყურებას ვატიკანის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე შეძლებენ.

იტალიაში „კოვიდ 19“-ის გამო კარანტინია გამოცხადებული. ვირუსით ქვეყანაში 8 215 ადამიანი დაიღუპა.