რომის პაპი - ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ძალადობა და სიკვდილი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით, მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის
რომის პაპი - ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ძალადობა და სიკვდილი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით, მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებული კრიზისი საფრთხეს უქმნის ბირთვულ ესკალაციას უკონტროლო გლობალური შედეგებით.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ადამიანების წინაშე რომის პაპმა ასევე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იყოს ღია ნებისმიერი სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის.

„ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით. მეორე მხრივ, თანაბრად იმედიანად მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის. საერთაშორისო ცხოვრების ყველა პროტაგონისტს და ერების პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ გააკეთონ ყველაფერი, რათა ბოლო მოეღოს მიმდინარე ომს სახიფათო ესკალაციებში ჩათრევის გარეშე, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ დიალოგის ინიციატივებს“ – განაცხადა რომის პაპმა.