რომის პაპი უსახლკაროებს კორონავირუსზე უფასო ტესტის გაკეთებას ვატიკანში სთავაზობს
რომის პაპი უსახლკაროებს კორონავირუსზე უფასო ტესტის გაკეთებას ვატიკანში სთავაზობს

რომის პაპი უსახლკაროებს კორონავირუსზე უფასო ტესტის გაკეთებას ვატიკანში სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება რომის კათოლიკურმა ეკლესიამ გამოაქვეყნა.

პონტიფიკოსის თქმით, უსახლკაროებს წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარე საავადმყოფოში მიიღებენ და მოემსახურებიან.

როგორც ვატიკანში აცხადებენ, კლინიკაში დღეში 50 ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ეს ინიციატივა უვადოდ იქნება ძალაში. ის უსახლკაროები, ვისი პასუხიც უარყოფითი იქნება სერტიფიკატს მიიღებენ და მათ თავშესაფარში გადაიყვანენ. პოზიტიური პასუხის შემთხვევაში კი პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობენ.

იტალიაში მყოფი უსახლკაროების ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მათ ოჯახის ექიმის მომსახურებით სარგებლობა არ შეუძლიათ.