რომის პაპი უნგრეთში ჩავიდა
რომის პაპი უნგრეთში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე სამდღიანი ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა, – ამის შესახებ უნგრული გამოცემა „ტელექსი“ წერს.

მედიის ცნობით, რომის პაპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გეგმავს, სადაც მთავარი საკითხი უკრაინის ომი, მიგრაცია და ევროპის ქრისტიანული ფესვები იქნება.

„მოუთმენლად ველოდები პონტიფიკოსის ვიზიტს. ჩვენს დროში მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ის, რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან და რწმენა არის ის საფუძველი, რაზეც შეგვიძლია, ავაშენოთ სტაბილური მომავალი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უნგრეთში ვიზიტის დროს ის გააკეთებს მოწოდებას უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით.