რომის პაპი - ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია
რომის პაპი - ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ მისი მოწოდებები სახარებაზეა დაფუძნებული და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია.

უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ რომის პაპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე არ მეშინია არც ტრამპის ადმინისტრაციის და არც სახარების გზავნილზე ხმამაღლა საუბრის. ეს არის ის, რისიც მე მწამს. ჩემი მოწოდებაა, გავაკეთო ის, რასაც ეკლესია აკეთებს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ არ ვცდილობთ საგარეო პოლიტიკის შემუშავებას იმავე პერსპექტივიდან, რომელიც მას შეიძლება ესმოდეს, მაგრამ მე მჯერა სახარების გზავნილის: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს მსოფლიოს სჭირდება“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია. მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.