რომის პაპი - შეწყვიტეთ ცეცხლი, ძალადობა ვერასდროს მოიტანს სამართლიანობას, სტაბილურობასა და მშვიდობას, რომელსაც ხალხი ელოდება
რომის პაპი - შეწყვიტეთ ცეცხლი, ძალადობა ვერასდროს მოიტანს სამართლიანობას, სტაბილურობასა და მშვიდობას, რომელსაც ხალხი ელოდება

რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებისა და კეთილი ნების ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას!ძალადობა ვერასდროს მოიტანს სამართლიანობას, სტაბილურობასა და მშვიდობას, რომელსაც ხალხი ელოდება. ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები“, – თქვა პაპმა.

ლეო XIV ასევე აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ადამიანები, ორი კვირაა, სასტიკ ძალადობას განიცდიან.