რომის პაპი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდება
რომის პაპი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდება

რომის პაპი ფრანცისკე ირლანდიაში ვიზიტის დროს სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლად ქცეულ ადამიანებს შეხვდება. ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახურზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მის სანახავად ევროპის ყველაზე დიდ „ფენიქსის პარკში“ ნახევარ მილიონამდე დუბლინელი მოიყრის თავს.

წარსულში კათოლიციზმის ბასტიონად წოდებული ირლანდია რომის პაპს მომავლ კვირას უმასპინძლებს. 30 წლის წინ, ამავე ადგილას, რომის პაპთან შესახვედრად მილიონ-ნახევარზე მეტმა მორწმუნემ მოიყარა თავი.

დასავლური მედიის ინფორმაციით, კათოლიკურ ეკლესიაში პედოფილიის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, მრევლი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ირლანდიის კათოლიკურ ეკლესიაში მოზარდებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები 1992 წელს გამოვლინდა, რამაც ირლანდიელ ხალხში იდეოლოგიური გარდატეხა მოახდინა. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, 2005-2015 წლებში ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის მრევლი 20%-ით შემცირდა.