რომის პაპი - პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას გვთავაზობს და მოგვიწოდებს, არასდროს დავკარგოთ იმედი
რომის პაპი - პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას გვთავაზობს და მოგვიწოდებს, არასდროს დავკარგოთ იმედი

რომის პაპმა აღდგომის დღესასწაულის წინ გამართული ღვთისმსახურების დროს იმედი გამოთქვა, რომ „პანდემიის ბნელი დრო დასრულდება და ხალხი ყოველდღიურ ცხოვრების მადლს კვლავ აღმოაჩენს“.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის სააღდგომო ღვთისმსახურებას, ისევე როგორც შარშან, წელსაც მორწმუნეთა შეზღუდული რაოდენობა ესწრება. პონტიფიკოსის ქადაგება შედარებით ადრე დაიწყო, რათა მოქალაქეებს რომში მოქმედი კომენდანტის საათი არ დაერღვიათ.

„პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას გვთავაზობს და მოგვიწოდებს, არასდროს დავკარგოთ იმედი“, – განაცხადა ქადაგების დროს პაპმა ფრანცისკემ.

მან მოუწოდა მორწმუნეებს, იზრუნონ იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.