რომის პაპი – ომი მხოლოდ მეტ ომს და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს, დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას

15:16, 09.08.2026

რომის პაპი ლეო XIV საკვირაო ქადაგებისას უკრაინასა და რუსეთში ომის დასრულებისკენ მოწოდებით გამოვიდა.

მისი თქმით, დროა, შეჩერდეს ძალადობა.

„მტკივნეული ამბები ვრცელდება უკრაინასა და რუსეთში უდანაშაულო ადამიანების დაღუპვისა და დაშავების შესახებ. ტრაგიკული ინციდენტები გრძელდება, სინამდვილეში, ისინი მრავლდება, რაც სულ უფრო მეტ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის, ბავშვებს აზარალებს. ასეთი ტანჯვის წინაშე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოწოდებას, პატივი სცენ ჰუმანიტარულ სამართალს და შეწყდეს ორივე მხარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები. ომი მხოლოდ მეტ ომს და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შევაჩეროთ ძალადობის სპირალი და გამოვყოთ სივრცე დიპლომატიისა და დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას“, – აცხადებს რომის პაპი.

მსგავსი