რომის პაპი - მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც უფრო გაზრდის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში
რომის პაპი - მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც უფრო გაზრდის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში

რომის პაპმა, ფრანცისკემ ირანის მიერ ერაყზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოუწოდა მხარეებს, თავი აარიდონ კონფლიქტის ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„კარგი ურთიერთობა მეზობლებს შორის არ არის მსგავს ქმედებებზე დაფუძნებული, არამედ დიალოგსა და თანამშრომლობაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც უფრო გაზრდის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში“, – ამბობს რომის პაპი.

პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ხალხს, რომ ილოცონ ომში გარდაცვლილებისთვის, კერძოდ კი, უკრაინაში, ღაზაში, პალესტინის ადმინისტრაციასა და ისრაელში.