რომის პაპი - მესის ღმერთად მოხსენიება - მკრეხელობაა
რომის პაპი - მესის ღმერთად მოხსენიება - მკრეხელობაა

რომის პაპი ფრანცისკი არ ეთანხმება ფეხბურთის გულშემატკივართა აზრს იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი ღმერთთან შედარების ღირსია. ამასთან, კათოლიკური ეკლესიის პირველი პირი ეთანხმება იმას, რომ მესი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.

„ხალხი ამბობს, რომ მესი – ღმერთია. თეორიულად, ეს მკრეხელობაა. არ შეიძლება ასე ილაპარაკო ან გჯეროდეს ამის. მაგალითად, მე ამის არ მჯერა. მათ შეუძლიათ შეადარონ ის ღმერთს და ამით გამოხატონ აღფრთოვანება, მაგრამ არ შეიძლება მას ემორჩილებოდე. ეს მხოლოდ სიტყვის მასალა უნდა იყოს. საფეხბურთო მოედანზე ის ღმერთია – ეს მხოლოდ აღფრთოვანების გამოხატვის ხერხია.
მესი ძალიან კარგია, მაგრამ ღმერთი არ არის“, – მოჰყავს პაპის სიტყვები ესპანურ გაზეთ „მარკას“ (Marca).

82 წლის ფრანცისკი ცნობილია ფეხბურთისადმი სიყვარულით. ის არგენტინულ კლუბ „სან ლორენსოს“ გულშემატკივრობს. უფრო ადრე, მან თავისი აზრი გამოთქვა ლიონელ მესიზე, როცა განაცხადა, რომ ლეომ უკვე გაუსწრო არგენტინული ფეხბურთის ლეგენდას დიეგო მარადონას.