რომის პაპი – ხელისუფლებაში მყოფი პირები კანონებს სათავისოდ იყენებენ, როცა მათ ინტერესებს ემსახურება და უგულებელყოფენ, როცა მათ ზღუდავს, გაერო ეფექტურობის კრიზისს განიცდის
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე გაერო „ფარსად“ გადაიქცეს. ამის შესახებ კათოლიკური სამყაროს ლიდერმა საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა მრავალმხრივი ჯგუფები თუ ორგანიზაციები კრიზისში იმყოფებიან, რისი მიზეზიც მსოფლიოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა.
ამასთან, პაპმა დაგმო მსოფლიო ლიდერები, რომლებიც უპატივცემულოდ ეპყრობიან ორგანიზაციებსა და კანონის უზენაესობას.
„კანონის პატივისცემის ნაცვლად, ხელისუფლებაში მყოფი პირები მას იყენებენ, როდესაც ის მათ ინტერესებს ემსახურება და უგულებელყოფენ, როდესაც მათ ზღუდავს. გაერო და სხვა მრავალმხრივი ჯგუფები ეფექტურობის კრიზისს განიცდიან. დიალოგი დღეს განიხილება, როგორც მოქმედების დაბრკოლება და არა მშვიდობის რესურსი, რომელიც ერთად უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა პაპმა.
ცნობისთვის, რომის პაპი ლეო XIV საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ბოლო 18 წლის მანძილზე, კათოლიკური სამყაროს წინამძღოლის ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია საფრანგეთში.
პარიზში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, რომის პაპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში შეხვდა.