რომის პაპი კანონდამრღვევი მძღოლებისადმი ლმობიერებას ითხოვს
Pope Francis waves to faithful upon his arrival on St. Peter's square at the Vatican to lead his weekly general audience on September 16, 2015. AFP PHOTO / VINCENZO PINTO (Photo credit should read VINCENZO PINTO/AFP/Getty Images)
რომის პაპი ფრანცისკე კანონდამრღვევი მძღოლების მიმართ ლმობიერების გამოჩენას ითხოვს. რომის პაპმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ქუჩები ფორმულა ერთის რბოლას დაემსგავსა. თუმცა, მან კარაბინიერებს მოუწოდა, მეტი ლმობიერება გამოიჩინონ მძღოლების მიმართ. მისი თქმით, პოლიციამ უნდა დაადგინოს, რატომ ჩაიდინა მძღოლმა დანაშაული.
„კონკურენტული ცხოვრების წესის გამო, მძღოლები სხვა მანქანებს მათ წინაშე არსებულ ბარიერებად ან მეტოქეებად აღიქვამენ, რომელთა გადალახვა და დამარცხებაა აუცილებელი, ამის გამო, ქუჩები ფორმულა ერთის რბოლას ჰგავს“ – აცხადებს რომის პაპი.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა გააკრიტიკა ის მძღოლები, რომლებიც მანქანის მართვისას მობილურით საუბრობენ.