რომის პაპი – იმედი მაქვს, „ჰამასი“ სამშვიდობო გეგმას დადგენილ ვადებში მიიღებს, მასში ძალიან საინტერესო ელემენტებია

01:21, 01.10.2025

რომის პაპი ლეო XIV იმედს გამოთქვამს, რომ „ჰამასი“ ტრამპის სამშვიდობო გეგმას მას მხარს დაუჭერს. აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ წერს.

რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზასთვის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეაქო.

„გეგმაში ძალიან საინტერესო ელემენტებია. იმედი მაქვს, რომ „ჰამასი“ მას დადგენილ ვადებში მიიღებს“, – განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV-მ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გუშინ გამართული შეხვედრისას წარადგინა.

მსგავსი