რომის პაპი - ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა
რომის პაპი - ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა

ბავშვთა საავადმყოფოების და სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა არის ბარბაროსული და არავითარი სტრატეგიული მიზეზი არ გააჩნია, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, მიუღებელი შეიარაღებული აგრესია უნდა შეჩერდეს.

„ღვთის სახელით, დაე, შესმენილ იყოს ტანჯული ხალხის ტირილი და შეწყდეს დაბომბვები და თავდასხმები. ღვთის სახელით გთხოვთ: შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, – თქვა რომის პაპმა.