რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების ფარგლებში იტალიის ხელისუფლებამ რომის ცა დახურა
იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა, – ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის განცხადებით, ქალაქში უკვე მოქმედებს უსაფრთხოების ზომები, რომელიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდება.
„დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებული გვაქვს. დავაწესეთ ფრენის აკრძალვა. ჩვენ ასეთი ტიპის საფრთხეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ. როგორც კი ზუსტად გვეცოდინება დრო და ის, თუ რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ცერემონიაში, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება“, – აღნიშნა რომის პრეფექტმა.
ჯანინის თქმით, რომის ხელისუფლება უსაფრთხოების დეტალურ ზომებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც პაპის დაკრძალვის თარიღი გახდება ცნობილი.