რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში ლომბარდიის რეგიონიდან ჩასულ ექიმებსა და ექთნებს შეხვდა
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში ლომბარდიის რეგიონიდან ჩასულ ექიმებსა და ექთნებს შეხვდა

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში ლომბარდიის რეგიონიდან ჩასულ ექიმებსა და ექთნებს შეხვდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს პონტიფიკოსის პირველი აუდიენციაა იტალიაში კარანტინის გაუქმების შემდეგ. ლომბარდია იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია.

„თქვენ იყავით მთელი ქვეყნის საყრდენი“, – მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში შეკრებილ მედიკოსებს.

რომის პაპმა მადლობა გადაუხადა მთელ იტალიაში მომუშავე ექიმებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მათ „ანგელოზები“ უწოდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ექიმებს, რადგან ისინი პაციენტებთან სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში იყვნენ და ხშირად საყვარელ ადამიანებთან გამოსამშვიდობებლად მათ საკუთარი მობილური ტელეფონებით სარგებლობის საშუალებას აძლევდნენ.

იტალიაში კორონავირუსით 34 561 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიისა და ბრიტანეთის შემდეგ. გარდაცვლილთა შორის დაახლოებით 170 მედიკოსია.

დატოვე კომენტარი