რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანის თანამშრომლებს ჰპირდება, რომ პანდემიის გამო სამსახურს არავინ დაკარგავს
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანის თანამშრომლებს ჰპირდება, რომ პანდემიის გამო სამსახურს არავინ დაკარგავს

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანის თანამშრომლებს ჰპირდება, რომ პანდემიის გამო სამსახურს არავინ დაკარგავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„აქ თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ. სამსახურს არავინ დაკარგავს. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტით არავინ არ უნდა დაიტანჯოს. უნდა ვიმუშაოთ ბევრი, რათა მსგავსი პრობლემები გადავჭრათ. ეს მარტივი არ იქნება. არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი“, – განაცხადა რომის პაპმა.

გასულ წელს ვატიკანი შვიდმა  მილიონმა ადამიანმა მოინახულა. ამ პერიოდში ტერიტორიაზე განთავსებული მუზეუმების შემოსავალი 100 მილიონ დოლარს შეადგენდა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი ისინი სამი თვით დაიკეტა. მკაცრი კარანტინის მოხსნის შემდეგ მათ მუშაობა განაახლეს, თუმცა შეზღუდვებით. მეორე ტალღის დასაწყისში კი კვლავ დაიხურა.