რომის პაპი ფრანცისკე - ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებს, მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის რთულ მომენტში
რომის პაპი ფრანცისკე - ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებს, მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის რთულ მომენტში

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მაშინ, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გულწრფელად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.

ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის.

მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის“, – აღნიშნულია რომის პაპის მისალოც წერილში.