რომის პაპი მორწმუნეებს მოუწოდებს, საშობაოდ ნაკლები საჩუქრები იყიდონ და დაზოგილი თანხა უკრაინისთვის გადარიცხონ
რომის პაპი მორწმუნეებს მოუწოდებს, საშობაოდ ნაკლები საჩუქრები იყიდონ და დაზოგილი თანხა უკრაინისთვის გადარიცხონ

რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს, წელს საშობაოდ ნაკლები საჩუქრები იყიდონ და დაზოგილი თანხა უკრაინისთვის გადარიცხონ.

„მოდით, შობა ჩვენს გულებში უკრაინელებით აღვნიშნოთ. ისინი ძალიან იტანჯებიან. დახარჯეთ ნაკლები და იქონიეთ უფრო მოკრძალებული შობა, მოკრძალებული საჩუქრებით, და დაზოგილი თანხა გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.