რომის პაპი ფრანცისკე ბელარუსში სამართლიანობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ძალადობაზე უარის თქმისა და დიალოგის მოწოდებით გამოვიდა
რომის პაპი ფრანცისკე ბელარუსში სამართლიანობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ძალადობაზე უარის თქმისა და დიალოგის მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპი ფრანცისკე ბელარუსში სამართლიანობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ძალადობაზე უარის თქმისა და დიალოგის მოწოდებით გამოვიდა. როგორც პაპმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა, ის ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს.

„ვაგრძელებ ლოცვას ლივანისთვის და მსოფლიოში სხვა დრამატული სიტუაციებისთვის, რაც ხალხს ტანჯვას აყენებს. ჩვენი ფიქრები, ასევე ძვირფას ბელარუსთანაა. ყურადღებით ვადევნებ თვალს ამ ქვეყანაში არჩევნების შემდგომ შექმნილ ვითარებას და მოვუწოდებ დიალოგისკენ, ძალადობის დაგმობისკენ და სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.

ბელარუსში უკვე ერთი კვირაა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

დატოვე კომენტარი