რომის პაპი ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან საზოგადოებას ლოცვისკენ, ხოლო ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგის მაგიდასთან მისხდომისკენ მოუწოდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

მისი თქმით, მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია გარანტი, რომ ავღანეთში მცხოვრები კაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ და მშვიდად, უსაფრთხოდ იცხოვრონ.

დღეს დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ხელისუფლებისგან ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოითხოვა. ამჟამად პრეზიდენტის სასახლეში დაჯგუფებისა და მთავრობის წამრომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.