რომის პაპი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
რომის პაპი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

რომის პაპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა.

ვატიკანში, რომის პაპის ფრანცისკესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანი თემის დაცვასა და რელიგიური თავისუფლების პროგრესზე ისაუბრეს.

მაიკ პომპეო პონტიფიკოსს მეუღლესთან ერთად ესტუმრა.

​აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რომის პაპს აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი ყუთით აჩუქა, რომლის სახურავზე აშშ-ის დროშაა გამოსახული.

„უამრავი ისტორია არსებობს ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბების ადრეული დროიდან. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვართ იმიგრანტების ქვეყანა და ეს გზავნილი ჩვენი ქვეყნის დიდებულებას და უნიკალურობას წარმოადგენს“, – განუცხადა პომპეომ რომის პაპს. თავის მხრივ, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვატიკანში დამზადებული მოზაიკა და კონვერტი უსახსოვრა, რომელიც პაპის მშვიდობის გზავნილია.