რომის პაპი აცხადებს, რომ კორონავირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ
რომის პაპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ.

როგორც ფრანცისკემ განაცხადა, ძალიან საწყენი იქნება, თუ ვაქცინას თავდაპირველად მდიდრები მიიღებენ.

„ძალიან საწყენი იქნება, თუ ვაქცინას, პირველ რიგში, მდიდრები მიიღებენ. ასევე საწყენი იქნება, თუ ვაქცინას მიიღებს რამდენიმე ქვეყანა და ის არ იქნება უნივერსალური“, – განაცხადა რომის პაპმა.

ამასთან, როგორც ფრანცისკემ აღნიშნა, „პანდემიამ აჩვენა, რომ მდიდრები საშინელ დღეში არიან და მსოფლიოში უთანასწორობა სუფევს“.

„აუცილებელია, ვიპოვოთ წამალი პატარა, მაგრამ საშინელი ვირუსისგან განსაკურნებლად, ვირუსისგან, რომელმაც მსოფლიო მუხლებზე დააჩოქა.

მეორე მხრივ, უნდა დავამარცხოთ უდიდესი ვირუსი – სოციალური უთანასწორობის ვირუსი. უნდა დავამარცხოთ შესაძლებლობების უთანასწორობა, მარგინალიზაცია და ყველაზე სუსტების დაუცველობა“, – განაცხადა რომის პაპმა.

დატოვე კომენტარი