რომის პაპი აბორტს ნაცისტურ პრაქტიკას ადარებს
რომის პაპი აბორტს ნაცისტურ პრაქტიკას ადარებს

რომის პაპმა ფრანცისკემ აბორტის პრაქტიკა, რომლის დროსაც ჯანმრთელობის პრობლემის ან ნაკლოვანების მქონე ნაყოფის მოცილება ხდება, ნაცისტურს შეადარა.

„ბავშვები უნდა მივიღოთ ისე, როგორც მათ ღმერთი გვიგზავნის, იმ შემთხვევაშიც თუ ისინი ავად არიან. ტკივილით უნდა ვთქვა, რომ გასულ საუკუნეში მთელი მსოფლიო შეძრა იმან, რასაც ნაცისტები სუფთა რასის ძიებაში აკეთებდნენ. დღეს ჩვენ იგივეს ვაკეთებთ თეთრი ხელთათმანებით”, – განაცხადა რომის პაპმა.