რომის მეტროში ესკალატორის დაზიანების შედეგად, რუსი გულშემატკივრები დაშავდნენ
რომის მეტროში ესკალატორის დაზიანების შედეგად, რუსი გულშემატკივრები დაშავდნენ

რომის მეტროში ესკალატორის დაზიანების შედეგად, 30 ადამიანი დაშავდა.

Euronews-ის ცნობით, დაშავებულების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან. საფეხბურთო კლუბ „ცსკა მოსკოვის“ გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად მიემართებოდნენ. როგორც ცნობილია, ინციდენტი სადგურ​ Repubblica-ზე, პიკის საათში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გულშემატკივრებმა ესკალატორზე სიმღერა და ხტუნვა დაიწყეს. სწორედ ეს გახდა ესკალატორის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი.