რომელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვინ შეიკავა თავი
რომელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვინ შეიკავა თავი

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრამდე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, პირველი რეგისტრაციის დროს 138 დეპუტატი იყო დარბაზში, მეორე რეგისტრაციაზე კი 139, ხოლო საბოლოოდ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა.

ყველა დეპუტატი, რომელმაც პროექტს მხარი არ დაუჭირა ან თავი შეიკავა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს:

  1. ენზელ მკოიანი  (ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“)
  2. კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“)
  3. დიმიტრი ხუნდაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“)

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს

  1. ირაკლი აბუსერიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველო“)
  2. ბერაია ირაკლი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  3. ანზორ ბოლქვაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“)
  4. გოგა გულორდავა (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  5. გოჩა ენუქიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“)
  6. მურმან ვახტანგაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“)
  7. ცოტნე ზურაბიანი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  8. ედიშერ თოლორაია (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“)
  9. შალვა კიკნაველიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  10. კობა კობალაძე  (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველო“)
  11. კარლო კოპალიანი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  12. გიორგი კოპაძე  (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველო“)
  13. კობა ლურსმანაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“)
  14. იოსებ მაკრახიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“)
  15. სამველ მანუკიანი (ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“)
  16. გურამ მაჭარაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“)
  17. სულხან მახათაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  18. ირაკლი მეზურნიშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  19. გოგი მეშველიანი (ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“)
  20. სავალან მირზოევი  (ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“)
  21. რომან მუჩიაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  22. დიმიტრი მხეიძე („ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველები“)
  23. პაატა მხეიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“)
  24. თამაზ ნავერიანი (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“)
  25. რუსლან პოღოსიანი  (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველო“)
  26. დავით სონღულაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  27. მერაბ ქვარაია (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  28. მიხეილ ყაველაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  29. ირაკლი შიოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“)
  30. გოდერძი ჩანქსელიანი (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“)
  31. ოთარ ჩრდილელი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  32. ნინო წილოსანი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  33. შოთა ხაბარელი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  34. ლერი ხაბელოვი (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  35. ირაკლი ხახუბია (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“)
  36. თენგიზ ხუბულური („ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველები“)
  37. ვიქტორ ჯაფარიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“)

სხდომას არ ესწრებოდნენ: 

  1. ბეგაძე გიორგი (ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“)
  2. გოცირიძე ელგუჯა (ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები)
  3. თოთლაძე გიორგი (ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა)
  4. კილაძე სოფო (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  5. კუდბა სვეტლანა (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  6. სამხარაული გელა (ფრაქცია „ქართული ოცნება“)
  7. ფრუიძე ირინე (ფრაქცია „ქართული ოცნება“)

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.